გორსა და გორის რაიონში ამომრჩეველთა 52%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

გორსა და გორის რაიონში ამომრჩეველთა დაახლოებით 52%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის N32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სულ 6 საჩივარი შევიდა კომისიაში.

"გორის 41-ე ოლქში დაფიქსირდა 50,9%-იანი აქტივობა – 25 655 ამომრჩეველი, ხოლო 52-ე ოლქში 53%-იანი აქტივობა – 26 487 ამომრჩეველი, ჯამში 51,95% – 52 142 ამომრჩეველი. რაც შეეხება საჩივრებს, კომისიაში შემოსულია 6 საჩივარი, 4 უკვე განვიხილეთ, ხოლო 2-ს დღის განმავლობაში განვიხილავთ," – განაცხადა მირუაშვილმა.

ამ დროისთვის შედეგებს დათვლის პროცესი მიმდინარეობს, შედეგები უკვე მიღებულია სოფელ ატენიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...