გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

აღნიშნული ხიდის აშენება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განხორციელდება. სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობა დროებითი ხიდით სარგებლობს.

გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1.6 მლნ ლარს აღემატება.

მიმდინარე წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ახალრეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა. ასევე, აშენდა ახალი ხიდი სოფელ ყანობში.

ამის შესახებ, ინფორმაციას რეგიონის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად