გორისა და ზუგდიდის მუნიცალიტეტის სოფლებში სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება. როგორც “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ეს გადაწვეტილება არ ეხება ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტის სოფლებს.

„ჩვენ დღეს ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი კვირით, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, მსხვილ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში, კლასებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, მანამდე კი სწავლება დისტანციურად წარიმართება.

„ეს ჩვენთვის საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა გორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად