გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

თავშესაფარის შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლირები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3518

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...