გორის ორივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება

გორის ორივე მაჟორიტარულ ოლქში როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტში მეორე ტური იქნება.

გორის #42 მაჟორიტარულ ოლქში ხმები დათვლილია. 52 უბნიდან ყველა მონაცემი ცნობილია, შესაბამისად მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. თენგიზ ხუბულურს 41.77 % – 10 555 ხმა აქვს, ხოლო ბადრი ბასიშვილს 24.88% – 6 287 ხმა.

რაც შეეხება ქალაქის მონაცემებს, #41-ე ოლქში დიდი ალბათობით ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დაუპირისპირდებიან. აქ 41 უბნიდან 40 უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმათა 33.53% – 8009 ხმა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ირაკლი ალასანიას კი 19.36% აქვს – 4623 ხმა. მესამე ადგილზეა თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც 17.43% – 4163 ხმა მოაგროვა, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ კი 15.97% – 3813 ხმა მოაგროვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად