გორის ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

გორში, მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს დაასრულა. თუმცა, ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ექსპლუატაციისათვის საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა შიდა გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით და მოეწყო მიწის კავალიერები.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

რეაბილიტირებული პოლიგონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად