გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები სტაჟირებას პოლონეთში გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა გრიფინოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც დავით ონიაშვილი ანსამბლ "მაჩაბელასთან" ერთად "გრიფინოს დღეები 2017"-ში იღებს მონაწილეობას.

ქალაქ გრიფინოსთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, გადაწყდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან ქალაქ გრიფინოსა და გრიფინოს მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების სხვადასხვა დეპარტამენტში.

ქართველი სტუდენტების პოლონეთში სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს პოლონური მხარე დაფარავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად