გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული ზეიმით იღინიშნა,– ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, განსაკუთრებული განწყობაა კარალეთის, ქვახვრელისა და შავშვების საბავშვო გაღებში.

დღევანდელი დღე კარალეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ერთმანეთს და მოწვეულ პატარებს სხვადასხვა ნომრით მიულოცეს.

ქვახვრელის ბაღის აღსასრდელები უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებიან, სადაც მათ პირველი სიგელებიც გადაეცათ.

1 ივნისი პატარებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის ვალდებულებაა.

"მინდა ყველა პატარას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ყველაფერი გავაკეთოთ მათი აღზრდა-განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის“,– განაცხადა დავით ონიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად