გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის სკოლის შენობაში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ცენტრში, ამ ეტაპზე, ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც 30 ბავშვზეა გათვლილი.

აღსაზრდელები მზაობის ცენტრში სპეციალური პროგრამით სკოლისთვის მოემზადებიან. ბოშურის სასკოლოს მზაობის ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სააგენტომ გახსნა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა ბავშვებსა და მშობლებს ცენტრის გახსნა მიულოცეს და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

აღსაზრდელებს უფასო ტრანსორტი ემსახურებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად