გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების განცხადებით, თანამდებობა ზეწოლის გამო დატოვეს

განცხადება ამის შესახებ მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს თუმცა ვისგან იყო ეს მოთხოვნა არ დაუკონკრეტებიათ. მერის ყოფილი მოადგილეები გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან.

-” მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობით, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არააა და არც ეხლა გამოვეკიდებითას. ჩვენ ვტოვებთ თანდებობას. მინდა ვუთხრა მმართველ პარტიას , ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და მათ გაშვებას გეგმავენ. ჩვენ ვაგრძელებთ გორელებზე და გორზე ზრუნვას გახარიას გუნთთან ერთად.”- განაცხადა ერასტი ელიჯანაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯანაშვილი თანამდებობას 2019წლის იანვრიდან იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...