გორის მერმა თედოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თედოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვიულმა დაათვალიერა.

სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება, 689 მეტრია.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 342 000 ლარია გათვალისწინებული.

გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული , არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტი გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სოფელს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის შენობაც ექნება. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად