გორის მერიამ მუზეუმების განვითარებისთვის გრანტი მოიპოვა

გორის მერიამ USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანიც მუზეუმების განვითარება იყო გრანტი მოიპოვა.

საგრანტო ბიუჯეტი ჯამში 62 056 ლარს შეადგენს. თვითმმართველობის თანადაფინანსების წილი კი 9 440 ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული ფინანსური რესურსი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორი მუზეუმის – სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმის განვითარებას მოხმარდება.
გრანტის ფარგლებში, ორივე კულტურული ობიექტი აღიჭურვება საჭირო ნივთებით, რაც ხელს შეუწყობს მათი მომსახურეობის გაუმჯობესებას.
„ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.“ – გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად