გორის მერი: მე მივედი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, მათ კი ზურგი შემაქციეს

შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

მან ჟურნალისტებთან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 8 მოქალაქის დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი.

“ჩემთვის ძალიან რთული იყო ემოციურად ამ სიტუაციის ყურება, როდესაც ჩვენს მიწაზე იმყოფებიან და ღობავენ. მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ესეთ რამეს ჩვენს მიწაზე. მაგრამ, ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, ზურგი შემაქციეს” – განაცხადა გორის მერმა.

ჟურნალისტებმა გორის მერს შვებულებაში ყოფნის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ ეს საკითხი შექმნილ ვითარებაში მეორეხარისხოვანია.

“ვფიქრობ, რომ ჩემს შვებულებაზე საუბარი არის მეორეხარისხოვანი, ახლა მთავარია რომ ის 8 ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ, 8 ბიჭი რომელიც გატაცებული იქნა ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან, სოფელი მეჯვრისხევიდან და სოფელ ახალუბნიდან” – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...