გორის ძიუდოისტების კლუბი “გოლდენ გორი” ევროპის ლიგის ფინალში გავიდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ძიუდოში საკლუბო გუნდებს შორის ევროპის ლიგის შეჯიბრება მიმდინარეობს

პირველობისთვის ბრძოლაში საფრანგეთის (სამი), ჩეხეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, იტალიის, გერმანიის და საქართველოს საკლუბო გუნდები არიან ჩაბმული.

საქართველოს ევროპის ლიგაზე წარადგენს გორის ძიუდოისტთა ახლახანს დაფუძნებული კლუბი – “გოლდენ გორი”, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე 9*1 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და აზერბაიჯანის ნაკრების წევრი უშანგი კოკაური (+100 კგ).

“გოლდენ გორი” საწყის შეხვედრებში მეტოქეებს ადვილად გაუმკლავდა და ევროპის ლიგის ფინალში ჩემპიონობისთვის პარიზის გარეუბან ლე ბლან მენილის ძიუდოისტთა საკლუბო გუნდს შეხვდება.

მერვედფინალი
“გოლდენ” გორი – “ძიუდოს კლუბი” ლაიფციგი 4:1

ვაჟა მარგველაშვილი – დენის ერლმანი
ორი ვაზარი 1 წუთსა და 06 წამში

ლაშა შავდათუაშვილი – ლასლო ჟოკე
იპონი 2 წთ 05 წამი

ლუკა მაისურაძე – ჰანს კონრადი
ოქროს დროის დაწყებიდან 1 წუთის და 25 წამის შემდეგ ვაზარი

ბექა ღვინიაშვილი – რენე კირსტენი
ვაზარი

უშანგი კოკაური – ენდი გრანდა
უშანგი იპონით დამარცხდა

მეოთხედფინალი
“გოლდენ” გორი – “ფიამე ჯალე” იტალია 4:1

ვაჟა მარგველაშვილი – ელიოს მანზი
ილეთის გაკეთების მცდელობისას ვაჟა ბეჭებით დავარდა ტატამზე ძირითადი დროის დასრულებამდ 1 წამით ადრე

ვაჟა შავდათუაშვილი – გაბრიელ სული
იპონი 2 წუთსა და 56 წამში

ლუკა მაისურაძე – ანდრე გიზმონდო
იპონი 2 წუთსა და 46 წამში

ბექა ღვინიაშვილი – ანტონიო კიანო
იპონი 2 წუთსა და 14 წამში

უშაგი კოკოური – ჯულიანო ლოპორჩიო
იპონი 38-ე წამზე

ნახევარფინალი
“გოლდენ” გორი – “კინეზის ნის” სერბეთი 5:0

ვაჟა მარგველაშვილი – ტუმურხულეგ დავადორჟი
იპონი 2 წუთის და 01 წამის შემდეგ

ლაშა შავდათუაშვილი – მარკო ვუკიჩევიჩი
ორი ვაზარი 2 წუთსა და 06 წამში

ლუკა მაისურაძე – მილან მიჰაილოვიჩი
ვაზარი და იქვე შებოჭვა 2 წუთსა და 27 წამში

ბექა ღვინიაშვილი – ფილიპ მოსიჩი
იპონი 2 წუთსა და 05 წამში

უშანგი კოკაური – ნიკოლა ჯერემიჩი
იპონი 2 წუთსა და 19 წამში

აქვე გაცნობებთ, რომ გუშინ ბუქარესტში ძიუდოისტთა კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის “სპორტინგი” გახდა გამარჯვებული და ლისაბონელთა შემადგენლობაში იყვნენ პორტუგალიელი ანრი ეგუტიძე და ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ლისაბონელთა გუნდმა ნახევარფინალში დაამარცხა გროზნოს “ედელვაისი” რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მწვრთნელობის კანდიდატი, ბერძენი ილიას ილიადისი იყო, ფინალში კი სანკ-პეტერბურგის “იავარა-ნევა”

ჩემპიონთა თასზე გამარჯვებულთათვის დაწესებული ფულადი ჯილდოებია:
ოქროს მედალოსანი – 35 000 ევრო
ვერცხლის მედალოსანი – 20 000 ევრო
ბრინჯაოს მედალოსნები – 10 000 ევრო

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებულთავის დაწესებული ფულადი ჯილდოებია:
ოქროს მედალოსანი – 5 000 ევრო
ვერცხლის მედალოსანი – 3 000 ევრო
ბრინჯაოს მედალოსნები – 1 000 ევრო

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...