გორგოძე: კომპლექსური რეფორმები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარეობს

კომპლექსური რეფორმები სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

„რაც შეეხება სწავლების ხარისხს და რამდენად ვართ ამისთვის მზად – ზოგადად, სწავლების ხარისხით ვერ დავიკვეხნით და ვიამაყებთ. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ეს კომპლექსური რეფორმები, რომ სწავლების ხარისხი გავაუმჯობესოთ.

თუ გვაქვს წარმოდგენა, რომ მხოლოდ ტექნიკური მიმართულებებითაა პრობლემები, ასე არ არის, ჰუმანიტარული საგნების მიმართულებითაც გვაქვს პრობლემები, ამიტომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება აღნიშნულ საკითხს. მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების დანიშვნა, მოხსნა ან მოდელის შეცვლა ხარისხს ვერ გააუმჯობესებს, ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია“, – სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. სავალდებულო გამოცდების რაოდენობა 4 დან 3 გამოცდამდე შემცირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...