გორგოძე: აბიტურიენტის ანალიტიკურ უნარებს ყველა საგნობრივი ტესტი შეამოწმებს

ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სადაც, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა.

სოფო გორგოძის თქმით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგნობრივი ტესტები აბიტურიენტის ანალიტიკურ უნარებს შეამოწმებს. მათ შორის კრიტიკული და შემოქმედებით.

“ყველა საგნობრივი ტესტი შედგენილი იქნება ისე რომ მან შეამოწმოს ანალიტიკური უნარები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება აბიტურიენტის განსჯის უნარი, შეფასების უნარი- ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე რომ აბიტურიენტების საგნობრივ ტესტებში იყოს ასახული. ეს უნარები გამოიცადოს.”-განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის გამოცდის ტესტის ფორმატი, შესაძლოა, შეიცვალოს. ამასთან, სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად