„გორგია ტექნიკა“ საბურთალოს „სითი მოლში“

23 ნოემბერს თბილისში, საბურთალოს „სითი მოლში“ „გორგიას“ ახალ კონცეფციას – „გორგია ტექნიკას“ ჩაეყრება საფუძველი.

ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ ფასდაკლებები, პირველ 30 მომხმარებელს კი, რომელიც შენაძენს გააკეთებს, საჩუქრები გადაეცემა.

„მოხარული ვართ, რომ რთული ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, ვაგრძელებთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. „გორგია ტექნიკა“ გულისხმობს არამხოლოდ მეტი კომფორტისა და ასორტიმენტის შეთავაზებას მოსახლეობისთვის, არამედ ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“. – აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.

DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებლებს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. „გორგია ტექნიკაში“ კი ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ და, რაც მთავარია, მათ შეძენას „გორგიას“ ფასებით, ანუ ყველაზე იაფად, შეძლებთ.

კომენტარები
იტვირთება...