გორდონი სააკაშვილს: ისევ არის იმის საშიშროება, რომ ჰალსტუხის ღეჭვას დაიწყებთ? (ვიდეო)

ისევ არის იმის საშიშროება, რომ ჰალსტუხის ღეჭვას დაიწყებთ?,-ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს. ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.

იუმორით დასმულ შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა ასევე ღიმილითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო.

“არა, დიდი ხნის წინ შევჭამე (იცინის). სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ჩემი ოფიციალური ფუნქციები აღარ მაქვს, ჰალსტუხს აღარ  ვატარებ. ბევრს უთქვამს ჩემთვის: სერიოზულ ღონისძიებაზე გარშემო ყველას პიჯაკი აცვია და თქვენ ვარდისფერი პერანგი. დიახ, ეს ვიღაცისთვის შოკისმომგვრელია”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

2017 წელს, უკრაინული ტელეარხ News one-ის ეთერში რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც
რაბინოვიჩმა სააკაშვილს ჰალსტუხი მიუტანა და უთხრა, რომ შეეჭამა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...