გორბაჩოვი: საერთაშორისო საზოგადოებამ კონფლიქტები თავიდან უნდა აიცილოს

საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, კონფლიქტები თავიდან აიცილოს, რამაც შესაძლოა ცივილიზაციების დაღუპვა გამოიწვიოს,-ამის შესახებ საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა CNN– სთან ინტერვიუში განაცხადა.

”პოლიტიკოსები და სხვადასხვა ფიგურები ხვდებიან, რომ ახალი “ცივი ომი” თავიდან უნდა აიცილონ. ასეთმა “ცივმა ომმა” შესაძლოა “ცხელი ომი” გამოიწვიოს, რომელიც მთელ ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებს. ეს არ უნდა დავუშვათ,” – განაცხადა მან.

ამასთან, სსრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის იარაღის კონტროლის თაობაზე სხვადასხვა ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო.

“თუ ეს ტენდენცია (შეთანხმებებზე უარის თქმა -“აიპრესი”) გაგრძელდება, მაშინ შესაძლებელია, მოვლენები  ნებისმიერი სხვა სცენარით განვითარდეს. ეს დაუშვებელია”, – დასძინა გორბაჩოვმა.

2 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების აღმოფხვრის ხელშეკრულება (INF-ის ხელშეკრულება) ოფიციალურად დატოვა, საპასუხოდ, რუსეთმა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამაში ამერიკული მხარე დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად