გორბაჩოვი: ჯორჯ ბუშ უფროსი ნამდვილი პარტნიორი იყო

სსრკ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ისაუბრა მისი წვლილის შესახებ, რომელიც ბუშ უფროსმა ცივი ომის დასრულებაში შეიტანა.

“ვაფასებ ჯორჯ ბუშ უფროსის მიერ შეტანილ წვლილს ამ ისტორიულ მიღწევაში. იგი ნამდვილი პარტნიორი იყო”, – აცხადებს გორბაჩოვი.

მისის თქმით, მას ბევრი აქვს ნამუშევარი ბუშ უფროსთან ერთად უდიდესი ცვლილებების წლების განმავლობაში, დრამატულ დროებაში, რომელიც ყველასგან უდიდესს პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

ჯორჯ ბუშ უფროსი დღეს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას სათავეში ერთი საპრეზიდენტო ვადით – 1989-დან 1993 წლამდე ედგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად