გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 COVID-19-ით ინფიცირებულია, სამივეს აღენიშნება პნევმონია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.

” ამჟამად, ჩვენთან კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტია. მათგან სამი არის დადასტურებული კოვიდინფექციით. აქედან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენ ორთან მიმართებაში, რადგან ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ აქვს ორმხრივი პნევმონია, აქვს თანმხლები დაავადებაც შაქრიანი დიაბეტის სახით, რაც ასეთ სიტუაციაში ექიმებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დანარჩენი ორის მდგომარეობა ამ ერთ პაციენტთან შედარებით, უკეთესია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სამივე მათგანს აღენიშნება პნევმონია.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ერთ მათგანს ჯერჯერობით აპარატურული სუნთქვა არ ესაჭიროება. ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, უტარდებათ მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად და ვნახოთ, თუ საჭირო გახდა მართვითი სუნთქვის გამოყენება, გამოვიყენებთ, რადგან, სამწუხაროდ, კოვიდინფექციის დროს პნევმონია არაპროგნოზირებადად ვითარდება. – განაცხადა გოფოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად