Google-მა, თალიბებისგან დასაცავად, ავღანეთის ხელისუფლების ელექტრონული ფოსტები დაბლოკა

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Google-ის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ზომაა ანგარიშების დასაცავად.

გამოცემის წყაროს თანახმად, თალიბები ხელისუფლების ანგარიშებზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ, რის შედეგადაც, შესაძლოა, მათ ხელში აღმოჩენილიყო ისეთი მონაცემები, რომლითაც სამთავრობო პირებს ზიანს მიაყენებენ. საუბარია ბიომეტრიულ და სახელფასო მონაცემთა სერვერებზე.

 

კომენტარები
იტვირთება...