Google-მა ჩინეთთან დაკავშირებული 2,5 ათასზე მეტი Youtube არხი დაბლოკა

2020 წლის მეორე კვარტალში ამერიკულმა კომპანია Google-მა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თავის ვიდეოსერვის Youtube-ზე, ჩინეთთან დაკავშირებული 2.5 ათასზე მეტი არხი დაბლოკა.

კომპანიის ცნობით, მაისიდან ივნისის ჩათვლით გამოიკვეთა ჩინეთთან დაკავშირებული 2 596 არხი. ამავე დროს, აღინიშნება, რომ დაბლოკილი არხების მცირე ნაწილმა გამოაქვეყნა პოლიტიკური შინაარსის ვიდეოები, ძირითადად, ჩინურ ენაზე. Google-ის განცხადების თანახმად, ამგვარი არხებით ძირითადად ქვეყნდებოდა შეტყობინებები შეერთებულ შტატებში კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარების შესახებ და შეერთებულ შტატებში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაბლოკეს რუსეთთან დაკავშირებული 87 არხი. მათი უმრავლესობა აქვეყნებდა ვიდეოებს რუსულ ენაზე რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკისა და საერთაშორისო მოვლენების შესახებ. გარდა ამისა, დაბლოკილია ირანთან დაკავშირებული რამდენიმე ათეული YouTube არხი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად