Google-მა, ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებში წინასწარ ჩაყენებული ვირუსები აღმოაჩინა

ჰაკერები, ჭკვიანი ტელეფონების წარმოებისას, Android-ის პლატფორმაზე ვირუსებს აყენებდნენ, ეს ჯერ კიდევ გაჯეტების აქტივაციამდე ხდებოდა.

აღნიშნული სქემის შესახებ Google წერს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერები იყენებდნენ პროგრამა Triada-ს, რომელიც მოწყობილობაზე რეკლამის განთავსებისთვის და სპამ-შეტყობინებების გაგზავნისთვის არის განკუთვნილი.

შეტევა პროგრამული უზრუნველყოფის მესამე მხარის მოვაჭრეებისგან ხდებოდა. კომპანია არ აზუსტებს, თუ როგორ ურთიერთქმედებდნენ ჰაკერები სოფტის შემქმნელებთან და როგორ აშენებდნენ ვირუსს ანდროიდის პლატფორმაში. დაფარული ვირუსის ჩაშენება შესაძლებელია როგორც წარმოებისას, აგრეთვე განახლებების ჩამოტვირთვისას. გარდა ამისა, მითითებული არ არის, კონკრეტულად სმარტფონების რომელი მწარმოებლები აღმოჩნდნენ თავდასხმის მსხვერპლი.

2017 წელს, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი კომპანია Dr.Web-ის ანალიტიკოსებმა, ერთბაშად რამდენიმე Android-მოწყობილობაში ჩამონტაჟებული მავნე პროგრამა აღმოაჩინეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი Triada აზიანებს ოპერაციული სისტემის კომპონენტს, რომელიც გავლენას ახდენს ყველა აპლიკაციის მუშაობაზე, შემდეგ კი ავრცელებს მავნე მოდულებს. Triada-ს მეშვეობით, ჰაკერებს შეუძლიათ მობილური მოწყობილობებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის საბანკო ბარათის მონაცემების, პირადი მიმოწერების მოპარვა. აღნიშნული პროგრამა რამდენმე მოდელის მობილურ მოწყობილობაზე აღმოაჩინეს, რომელთა შორი იყო ჩინური Leagoo M5 Plus, Leagoo M8, Nomu S10 და Nomu S20.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...