Google-მ “ჩვენ გვმოსავს კულტურა”-ს პარტნიორად რეგიონიდან ხელოვნების სასახლე აირჩია

"ჩვენ გვმოსავს კულტურა"- გუგლის კიდევ ერთი და შესანიშნავი პროექტი, მსოფლიო კოსტიუმისა და ტექსტილის უნიკალური კოლექცია. გუგლმა ამ დიდ პროექტში პარტნიორად რეგიონიდან ჩვენი მუზეუმი აირჩია! ამდენად კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყნაა რომელზეც გუგლმა ამ პროექტის ფარგლებში ყურადღება შეაჩერა", – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენც არ შეგვირცხვენია თავი- "ჩვენ გვმოსავს კულტურა" ამ გრანდიოზული ვირტუალური გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს თამარ მეფის ძვირფასი სამოსი შევთავაზეთ, აქვეა აბესალომ და ეთერის კოსტიუმები, ქეთოს კაბა, ხევსურული ნაჭრელების შესანიშნავი კოლექცია და ასე შემდეგ! ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ნახეთ და დატკბით", – წერს გიორგი კალანდია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად