Google-ის ასობით თანამშრომელი სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია

Google-ის, სულ მცირე, 600-მა თანამშრომელმა კოლექტიური წერილი შეადგინა, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კომპანიის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, კომპანიებმა, სადაც 100-ზე მედი ადამიანია დასაქმებული, თანამშრომლები COVID-19-ზე 2022 წლის 4 იანვრამდე უნდა აცრან. აშშ-ს მეხუთე ოლქის სააპელაციო სასამართლომ ამ წესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის, სულ მცირე, 600 თანამშრომელმა კოლექტიური წერილში Google მენეჯმენტს სთხოვა, ვაქცინაციის მოთხოვნა გააუქმოს და სხვა, უფრო „ინკლუზიური“ წამოაყენოს.

ტელეკომპანიის ცნობით, Google-მა 3 დეკემბრამდე 150 ათასზე მეტ თანამშრომელს მოსთხოვა, მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, აცრილია ის თუ არა.

“ვაქცინები ყველასთვის ოფისებში უსაფრთხო დაბრუნებისა უზრუნველყოფისა და ჩვენს თემებში COVID-19-ის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების კუთხით გასაღებია”, – განაცხადა Google-ის უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტმა, კრის რაკოვმა.

რაკოვის თქმით, თანამშრომლებს შეუძლიათ, უარი თქვან ვაქცინაციაზე რელიგიური რწმენის ან სამედიცინო მიზეზების გამო. შესაბამის ნებართვას კი მენეჯმენტი ინდივიდუალურად განიხილავს.

კომენტარები
იტვირთება...