Google-მა ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა

ამის შესახებ, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ბევრი აღნიშნავს ქართული ენის დღეს, თუმცა სიამაყით ვიტყვი მხოლოდ რომ ხელოვნების სასახლემ მოახერხა და წელს ეს ეროვნული ზეიმი საერთაშორისო მასშტაბის გახადა! 14 აპრილის აღსანიშნავად Google-მ ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა და იგი დღეს დილას ონლაინ პლატფორმაზე ჩაიტვირთა”,-წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

შეგახსენებთ, 14 აპრილი ქართული ენის დღეა. 41 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ გააპროტესტა. პარალელურად დემონსტრაცია ბათუმშიც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...