იუვენტუსის ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა კარანტინი დაარღვია, ის პოლიციამ შეაჩერა

იუვენტუსის არგენტინელ ფორვარდს გონსალო იგუაინს საკარანტინო პირობების დარღვევაში ედავებიან. იგი პოლიციამ შეაჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს The Sun.

გამოცემის ცნობით,ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა აეროპორტში მაშინ, როცა იგი თავისი კერძო თვითმფრინავით ცდილობდა იტალიიდან არგენტინაში გაფრენას. არგენტინელმა პოლიციას წარუდგინა ტესტი,რომლის მიხედვითაც იგი არ არის ინფიცირებული, თუმცა მას მაინც არ მისცეს ქვეყნის დატოვების უფლება, ვინაიდან იგი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

ინფექცია დაუდასტურდა მის ორ თანაგუნდელს დანიელე რუგანისა და ბლეზ მატიუიდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად