გონიოში 30 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

გონიოში მაშველებმა 30 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. საშტორმო მდგომარეობის მიუხედავად ახალგაზრდა მამაკაცი წყალში მაინც შევიდა, ზღვიდან კი მშველებმა უგონო მდგონარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გარდაცვლილი საქაღტველოს მოქალაქეა.

ფაქტზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღეს საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაზე ცურვა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ამ დროისთვის 3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...