გონიოს ციხეში “რომაული ფესტივალი 2019” გაიმართება

2019 წლის 20-21 აგვისტოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში “რომაული ფესტივალი 2019” გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები. ჩატარდება მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის “გლადიატორების ორთაბრძოლა”.

გაიმართება ტურნირი “გონიოს თასი”, სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა.
ფესტივალის ჩატარების მიზანია: მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.

ფესტივალი იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. ფესტივალის ორგანიზატორები მადლობას უხდიან საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშებისა და სახცენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციას, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციას, აჭარის ქართული ჭიდაობისა და მშვილდოსნობის ფედერაციებს, ბათუმისა და ამბასადორ-კაჭრეთის საცხენოსნო კლუბებს მხარდაჭერისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად