გომური: მე რომ მაძლევთ დაზარალებულის სტატუსს და გიორგი სულაშვილს – არა, ტეხავს

“ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს(რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ,ეგ რა მაფიაა არ ვიცი.ტეხავს”,-ამის შესახებ, 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს.

” უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან;დ

თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა,კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო,შეცვალეს ორდღეში,დაამტკიცეს კანონი,გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ;დ

რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს;დ

ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს(რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ,ეგ რა მაფიაა არ ვიცი.ტეხავს.”,-წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენების საქმეზე, პროკურატურამ 11 ნოემბერს,მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.

ამასთან, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილიმა 20-21 ივნისის აქციის დარბევისას ცალი თვალი დაკარგეს.

 

ფოტო: გოგიტა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად