გომელაური: ვგეგმავთ ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხა.

“სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე მოახდენს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

შეიქმნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის მომხმარებელს. ამასთანავე, ვგეგმავთ, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ყველა პატრულ ინსპექტორი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით. დაინერგა და შეიქმნა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი.”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების პროცესი 4 სექტემბერს დაიწყო, თუმცა „ევროპული საქართველოსა“ და “ნაცმოძრაობის” დეპუტატები არ დასწრებიან. ისინი არც დღეს აპირებენ საკომიტეტო მოსმენაზე დასწრებას.

შეგახსენებთ, დღეს, დღის პირველ ნახევარში 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა იგეგმება.

ხოლო, 5 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დღის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს,ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად