გომელაური: როგორც ვიცი, ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გერმანიის ფედერაციაში საქართველოს ელჩად დანიშვნის საკითხი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადაწყდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება.

„როგორც მე ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ბატონი ლევანის გერმანიაში ელჩად წასვლა. რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ: საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს.

როგორც თავად ლევან იზორიამ განაცხადა, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად