გომელაური: პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის თემაზე, თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა

“რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის თემაზე, თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა. პანკისის ხეობაში, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო”.

​​ამის შესახებ შს მინისტრის კანდიდატმა, სუს-ის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  უფრო მეტად, შეცდომა იყო ის, რომ უფრო მეტად უნდა ემუშავა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მოსახლეობასთან.

“რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. უფრო მეტად, შეცდომა იყო ის, რომ მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან, სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ შსს, ან სუს-ის შეცდომა იყო მარტო, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია სპეცდანიშნულების რაზმი, შევიდა 30-35 კაცი, და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი და შევიყვანდი სპეცდანიშნულების რაზმს”-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...