გომელაური მედიას: ჰკითხეთ აბა, 2008 წელს ჩვენი გმირების გვამები მინდორში რომ იყო, რატომ მართავდნენ კონცერტებს? რას ზეიმობდნენ?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური ოპონენტების ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო თანამგებრობის ჩართულობით ყველაფერს აკეთებს ქვეყნის დეოკუპაციისთვის.

მისის თქმით საქართველო ომს ვერ დაიწყებს.

ვახტაგ გომელაურმა ჟურნალისტებს მიმართა 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელი 2003 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანას მართავდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მაგრამ სხვა ვერაფერს დავიწყებთ, ვერ დავუწყებთ ომს. ვინც ჩვენ გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. კითხვას თუ დაუსვამთ მათ, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალინ კარგი იქნება.
ასევე კარგი იქნება დაუსვათ კითხვა, 2008 წლის ომის შემდეგ, როცა ჩვენი გმირების გვამი ისევ მინდორში – ტყეებში იყო, თბილისში რომ მართავდნენ კონცერტებს, რას ზეიმობდნენ“?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად