გომელაური: ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვნენების კადრები მძიმე სანახავი იყო… მძიმე იყო ბრიფინგზე გაშვებული კადრებიც, მაგრამ იძულებულები ვიყავით ეს გაგვეკეთებინა

ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვნენების კადრები მძიმე სანახავი იყო… მძიმე იყო ბრიფინგზე გაშვებული კადრებიც, მაგრამ იძულებულები ვიყავით ეს გაგვეკეთებინა, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ დააკავეს ადამიანები ადგილზევე, როდესაც მათ შეანგრიეს სადარბაზოს კარი და სასტიკად გაუსწორდნენ ოპერატორს.

“პირველ რიგში არის ადამიანის გადარჩენის თემა, რომ ის უნდა გამოვიყვანოთ ცხელი სიტუაციიდან. შემდეგ იქ არის 500-600 ადამიანი, რომელთა დაკავებაც ვერ მოხდებოდა. ერთი ადამიანის დაკავება ვერ მოხდებოდა, ყველა ვარიანტში კონფლიქტში შევიდოდნენ ეს ადამიანები და უფრო უარესი მოხდებოდა. გამოძიება მაშინვე დაიწყო და 5 ადამიანია დაკავებული მაგ სადარბაზოში ჟურნალისტების ცემის ფაქტზე. ეს არ არის ამოწურული თემა, კიდევ ვმუშაობთ”, – თქვა მან.

კითხვაზე, ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრები ნახა და რა რეაქცია ჰქონდა მას? – პასუხობს:

“ძალიან მძიმე სანახავი იყო, ასევე მძიმე მისი დაკრძალვის კადრები და ასევე მძიმე იყო ბრიფინგებზე რა კადრების გაშვებაც მოგვიწია. იძულებულები ვიყავით მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე და არც ჩემ თანამშრომლებს, რომ გაგვეშვა და მისი ოჯახის წევრებს ენახა. საზოგადოებაში იყო მოთხოვნა, რომ გვითხარით რა მოხდაო, ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულები გავხდით, რომ პასუხი გაგვეცა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები
იტვირთება...