გომელაური იზორიაზე: უკაცრავად, მე უნდა დამესაჯა?! ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?! რატომ გაუშვა?!

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმისთვის, ვახო (კიტა) იზორიასთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა.

“შეიძლება”, – ასე უპასუხა გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკიტხვის საპასუხოდ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მისთვის პატრულ-ინსპექტორის საქციელი, რომელიც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გულისხმობს, მიუღებელია.

“რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, მინისტრმა განაცდა,  რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

„მისივე განცხადებით, მინისტრი  არ აგებს პასუხს იმაზე, რომ კიტა იზორია საბოლოოდ გაათავისუფლეს.

„უკაცრავად, მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?! რატომ გაუშვა?!“, – განაცხადა შს მინისტრმა და კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კიტა იზორიას ე.წ ნარუშილოვკა, დასძინა: “უკაცრავად, მე მივეცი?!”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად