გომელაური: იმედია, ყველა დაისჯება, ვინც მოლაშვილის წინაშე უკანონობა ჩაიდინა

კონტროლის პალატის ყოფილს ხელმძღვანელს სულხან მოლაშვილს დღეს დაკრძალავენ. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ოჯახს დღეს, მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძრო ამ ოჯახს. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა და ძალიან რთულია. პროკურატურა იძიებს ამ თემას და იმედია დაისჯება ყველა, ვინც ამ ადამიანის წინაშე ჩაიდინა უკანონობა, ზეწოლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს სულხანი როგორი დააკავეს და როგორი გამოვიდა ციხიდან. მე მგონი ეს ყველაფერი პასუხია  იმ ადამიანისთვის, ვისაც კითხვა აქვს“,-განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 29 ივნისს, ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად