“ჩვენ ვართ უახლოესი მეგობრები. წლებია რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვმეგობრობთ”-ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან მასსა და გიორგი გახარიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
გომელაურის თქმით, საქარველოს პრემიერს გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.
“რა თქმა უნდა, არანაირი დაპირისპირება არ არის ჩემსა და გიორგის შორის. ჩვენ ვართ უახლოესი მეგობრები. წლებია რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვმეგობრობთ. არანაირი დაპირისპირება არ არის.
მე ჩემი აზრი მაქვს, გიორგი გახარიას თავისი აზრი აქვს. გამოხატა. მოსაწონი რა თქვა ამ ადამინმა. მოსაწონი რომ ყოფილიყო. არ მითქვამს ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს. შეატრიალეს და შემოტრიაელს, სამწუხაროდ.”-ამბობს გომელაური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება ამბობს “რაც კადრებში ვნახე, ამაზრზენია და გამართლება არ აქვს!”