გომელაური: აქციის მონაწილეებს ორჯერ წყალი მივასხით და ცივიაო, ახლა ვცდილობთ, გავათბოთ

ასე პასუხობს ოპონენტებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

მისი თქმით, ოპონენტები მოქმედებისა თუ არმოქმედების შემთხვევაში, შსს-ს მაინც აკრიტიკებენ.

გომელაური ამბობს, რომ ბოლო აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიები და გაზი არ გამოუყენებია, მხოლოდ წყლის ჭავლით მოხდა აქციის დაშლა.

„სამწუხაროა, ძალიან ხშირად ხდება, რომ უმოქმედობაში ვართ… თუ გამოვალთ და „ხერკელსაც“ არ ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს და უბრალოდ ელემენტარულ ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ – როგორ შეიძლება სიცივეში… ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე… ანუ, ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ და არ მოსწონთ…
არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და გავარიდოთ ერთმანეთს“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად