გომელაური: ახლა მთავარი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს

ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნის დამონტაჟების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სუს-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ დროისთვის დასაზუსტებელია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა ე.წ. სასაზღვრო ნიშა დამონტაჟებული.

„ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა. ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. ახლა მთავრი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისათვის: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...