გომბორის უღელტეხილზე თოვს

ამ წუთებში გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. თუმცა შეზღუდვები ამ ეტაპზე დაწესებული არ არის

თელავის საგზაო სამმართველოში ,,აიპრესს,, განუცხადეს, რომ სოფელ კობაძეებში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყება.

,,თოვა დილიდან დაიწყო, დაახლოებით 6 საათიდან, ინტენსიურად თოვს, თუმცა ამ დროისთვის ყინვა არ ფიქსირდება, გზის სავალი ნაწილი შავია. ჩვენი მორიგე ჯგუფი სოფელ კობაძეებში იმყოფება და სიტუაციის გართულების შემთხვევაში მზად არის შეაბამისი სამუშაოს შესასრულებლად.,, – განუცხადა ,,აიპრესს,, თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...