გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს

გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს და ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსს აღწევს. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე საპატრულო პოლიციამ შეზღუდვები დააწესა, მსუბუქი გამავლობის მანქანებს გადაადგილება ეკრძალებათ.

„მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან მხოლოდ, თუმცა აუცილებელია ზამთრის საბურავები. შუამთის გადასახვევთან და გომბორის „ტეკთან“ პუნქტია მოწყობილი და უღელტეხილზე დაბალი გამავლობის მანქანებს აღარ უშვებენ. გზა ინტენსიურად იწმინდება, 2 ბულდოზერი მუშაობს და 4 მანქანა აყრის ქვიშა მარილს“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა. უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...