“გოლდენ სტეიტის” თამაშზე, ამერიკის ჰიმნს “შვიდკაცა” შეასრულებს

ხვალ გამთენიას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტსა" და "მინესოტას" დაპირისპირების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნს, ქართული მუსიკალური ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავად კალათბურთელი ავრცელებს.

"20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო "Bubble Head" დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ Warriors-ის და კალათბურთის უამრავი გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმასa და სიმღერას", – წელს ფაჩულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად