რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ეს წუთია დასრულდა ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა ძიუდოში გორის “გოლდენ გორი” გორსა და პარიზის ლე ბლან მენილის ძიუდოისტთა კლუბის გუნდებს შორის.
ქართველმა ძიუდოისტებმა დაამარცხეს მეტოქე ანგარიშით 3:2 და ევროპა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.
ფინალური შეხვედრები ასე დასრულდა:
ვაჟა მარგველაშვილი – ვინსენტ ლიმარი
ვაზარი დასრულებამდ 6 წამით ადრე
ლაშა შავდათუაშვილი – გიიომ შენე
ვაზარი
ლუკა მაისურაძე – ჯონათან ალარდონი
შეხვედრის დაწყებიდან 23-ე წამზე ლუკამ ვაზარზე დააგდო მეტოქე და შებოჭა.
ბექა ღვინიაშვილი – მაქსიმ ამინოტი
შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ბექა ღვინიაშვილმა დანებების ნიშნად მხარზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეტოქეს, რომელიც შებოჭვას ახორციელებდა.
უშანგი კოკაური – როი მეიერი
შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე უშანგი კოკაური ბექა ღვინიაშვილის მსგავსად დანებდა მეტოქეს.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.