გოგუაძე: ვისაც სჯერა, რომ ივანიშვილი ვინმეს ხელისუფლებას გადააბარებს, წარმოდგენა არ აქვს რა ტიპის მმართველობაა

ვისაც სჯერა, რომ ივანიშვილი ვინმეს ხელისუფლებას გადააბარებს, წარმოდგენა არ აქვს რა ტიპის მმართველობაა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ “აიპრესს” შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

_ ასეთი ჭორი ვრცელდება, რომ თითქოს ივანიშვილი თანახმაა “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” ბლოკს 2020 წელს გადააბაროს ხელისუფლება. რა პასუხი გაქვთ?

_ როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილი მზად არის, რომ ვინმეს გადააბაროს ხელისუფლება?! ეს ხომ აბსოლუტური ზღაპარია?! ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აბსოლუტურად შეუზღუდავია. ნებისმიერი ჭორი, რომ იგი ემზადება ვინმეს გადააბაროს ხელისუფლება და ამას იჯერებენ ადამიანები, მათ წარმოდგენა არ აქვთ რა ტიპის მმართველობასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ განხილვადაც კი არ ღირს იმდენად შეუსაბამოა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს ან რამეს ძალაუფლებას დაუთმობს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...