გოგუაძე: მთაწმინდაზე თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ, ეს იყო ომი წესების გარეშე, ეს არ იყო არჩევნები!

მთაწმინდაზე თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ, რადგან ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი წესების გარეშე”,- “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ნინო გოგუაძემ “ტვ პირველთან” მთაწმინდის ოლქში ჩატარებული არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მე პოლიტიკაში მინახავს დამარცხება, გამარჯვებაც, სასტიკი დამარცხებაც. ახლა მთაწმინდაზე სულ არ ვგრძნობ თავს დამარცხებულად მართალი გითხრათ. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ.ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი წესების გარეშე. საშინელება იყო რაღაც. ვიცოდით წინასაარჩევნო პერიოდში როგორ ბინძურ კამპანიას ეწოდნენ. რა მექანიზმებია აამუშავეს”,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...