A1 ბანერი

გოგუაძე ბესელიას გუნდზე: თავს იტყუებენ, რომ კობახიძე-მდინარაძეს უპირისპირდებიან და არა ივანიშვილს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ბესელია გუნდი თავს იტყუებს რომ კობახიძე-მდინარაძეს უპირისპირდებიან და არა ბიძინა ივანიშვილს.

როგორც პოლიტიკოსმა „აიპრესს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულია ბრძოლა 2020 წლის სიისთვის. მისი თქმით, მან ჯერ კიდევ ივანიშვილის ფორმალურ პოლიტიკაში დაბრუნებამდე თქვა, რომ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გავლენების დაპირისპირება იყო დაწყებული.

„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე ვთქვი, რომ დაწყებულია გავლენებისთვის დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ და ამ გუნდს აღარ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ის ადამიანები ვისაც ჰგონიათ, რომ მათ აქვთ მეტი უფლება საკუთარი აზრის გამოხატვისათვის, ე. წ. ძველების გუნდს რომ ვეძახდით, ვიდრე სხვა დეპუტატებს. ჯერ ერთი თავს იტყუებენ, რომ ჰგონიათ კობახიძე-მდინარაძის გუნდს უპირისპირდებიან და არა ბიძინა ივანიშვილს.

2020 წლის სიისთვის დაწყებულია ბრძოლა და თუ ბიძინასთვის მათი ეს გაუგებარი და ჭირვეული პოზიციები განმეორდა, მაშინ ივანიშვილი და ქართული ოცნება სრულიად უტკივნეულოდ დაემშვიდობებიან საკუთარი გუნდის წევრებს. შეიძლება არ უნდოდეთ წასვლა, მაგრამ სრულიად გარკვევით ეტყვიან, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე მოუწევთ წასვლა. ასე, რომ რაც ხდება, ეს ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. ეს ჯერ კიდევ მანამდე მაქვს ნათქვამი, სანამ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდებოდა.

ივანიშვილმა არჩევანი შეაჩერა კობახიძეზე, მდინარაძეზე, ოხანაშვილზე, მათიკაშვილზე… სრულიად იყო ეს მოსალოდნელი და ახლა დანარჩენები გადის, ზოგი კი ჯერ კიდევ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში მათ მიეთითათ, რომ მათ სიტყვას გავლენა არ აქვს გუნდის გადაწყვეტილებაზე. თუ ეს ილუზია საკუთარ თავთან მაინც ჰქონდათ დარჩენილი, დღეს უკვე ეს ილუზია აღარ აქვთ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის თანახმად მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე მემორანდუმი გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...