გოგორიშვილი:”ქართულ ოცნებას” არჩევნების ისე ეშინია, ვიდრე იქნება ეს მოწვევის პარლამენტი, მანამდე იქნება 149 დეპუტატი

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილს პასუხისმგებლობა თავისი სურვილით არ აუღია, მას ააღებინეს.

“ამის დამდასტურებელი არის ძალიან მარტივი რამე -როგორი რეაქცია ჰქონდა მას თავიდან და შემდეგ, უცებ როგორ დადო თავი, როგორც მსხვერპლმა. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქუცნაშვილს მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება და მან დატოვა პარლამენტი საკუთარი განცხადებით. საინტერესო ფაქტია, ყველაფერი ხდება ვადებში ისე, რომ კომიტეტმა დღეს განიხილა და ჯერ კიდევ არ ვიცით როდის განიხილავს პარლამენტი. ეს რომ მყისიერად მომხდარიყო, მაშინ შუალედური არჩევნები დაინიშნებოდა “ქართულ ოცნებას” შექმნილ რეალობაში არჩევნების ისე ეშინია, რა თქმა უნდა, გამოიყენა შესაძლებლობა და ვიდრე იქნება ეს მოწვევის პარლამენტი, მანამდე იქნება 149 დეპუტატი”-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა ipress -თან საუბრისას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს.

ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად გავა.

ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

ამის გამო, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...