გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში, მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს

მე-6 კლასელ გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის პრესცენტრში „აიპრესს“ დაუდასტურეს.

თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. ინფორმაცია გოგონასთვის გადაცემის თაობაზე, ბებიამ სოციალური ქსელით გაავრცელა და აჭარის მთავრობას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, გარდა ბინისა, გოგონას ფინანსური მხარდაჭერაც გაეწია. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა. ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა“, – წერს გოგონას ბებია გულნარა თედორაძე. მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – ორი შემთხვევითი მგზავრი და თედორაძეების ოჯახის სამი წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად